×
beautylife

წესები და პირობები

1. შესავალი

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Beauty Life -ს ონლაინ მაღაზიაში! აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის https://www.beautylife.ge/ გამოყენებას, რომელსაც ოპერირებს კომპანია Beauty Life.

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად. ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს, პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით წესებს და პირობებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე office@beautylife.ge იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან შესაბამისი გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე.

 

2. კომუნიკაცია

 

ჩვენი სერვისის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ მიიღოთ სიახლეები ჩვენი ბრენდის შესახებ, ასებე მარკეტინგული, ან სარეკლამო მასალები და სხვა ინფორმაცია. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე, კერძოდ, ამის თაობაზე უნდა შეგვატყობინოთ ჩვენს ელ. ფოსტაზე office@beautylife.ge

 

3. შეძენა/ყიდვა

 

თქვენ გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის, ან მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში, ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომება მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

4. შეკვეთის გაუქმება /დაბრუნება/

 

მიღებული შეკვეთა არ უქმდება. შეძენილი პროდუქცია უკან არ ბრუნდება.

 

5. შემადგენლობა/კონტენტი

 

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Beauty Life -ს საკუთრებას, ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ, ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად, ან ნაწილობრივ პირადი, ან კომერციული მიზნებისთვის წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

 

6. აკრძალული გამოყენება

 

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და ჩვენი პირობების გათვალისწინებით.

 

7. ანალიტიკა

 

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

 

8. ანგარიშები

 

როდესაც თქვენ ქმნით პროფილს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა, ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასა და ქმედებაზე. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პროფილის გაუქმენა და სხვა შემაფერხებელი შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის, ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, ამოვიღოთ, ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

 

9. სერვისის მიწოდების შეწყვეტა

 

ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ, ან დროებით შევაჩეროთ თქვენი პროფილი და სერვისზე წვდომა წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, პირობების დარღვევის შემთხვევაში. თუ გსურთ პროფილის გაუქმება, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

 

10. მარეგულირებელი კანონი

 

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად, ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

 

11. ცვლილებები სერვისში

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთ ნაწილზე, ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

 

12. დასტური/თანხმობა

 

ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.

 

ს/კ- 204 557 639